ახალი ამბები

“არ ჩამოქვეითებულა” – “ოცნების” წევრები წულუკიანის ახალ თანამდებობაზე

11 დეკემბერი, 2020 • 1239
“არ ჩამოქვეითებულა” – “ოცნების” წევრები წულუკიანის ახალ თანამდებობაზე

“ქართული ოცნების” წევრების შეფასებით, ყოფილი ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნით “არ ჩამოუქვეითებიათ”.

“პარლამენტის წევრობა არ არის ჩამოქვეითება, მით უმეტეს, კომიტეტის თავმჯდომარეობა და, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების” მეორე წევრის, გიორგი კახიანის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა რანგით მინისტრის პოსტს უთანაბრდება.

“თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. თეა წულუკიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა. თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მთავრობის რიგებში მინისტრის თანამდებობას. სამართლებრივი რანგირების მიხედვით ეს ასეა. ასე რომ, ვერანაირ დაქვეითებაზე მე ვერ ვისაუბრებ და ეს არალოგიკურია”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი