ახალი ამბები

8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არაა, არ ხართ კმაყოფილი? — ელისო ბოლქვაძე

11 დეკემბერი, 2020 • 3472
8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არაა, არ ხართ კმაყოფილი? — ელისო ბოლქვაძე

“ქართული ოცნების” ახალი წევრი მე-10 მოწვევის პარლამენტში, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ 8 წელში “ოცნება” ქვეყანას ვერ ააშენებდა. ამის შესახებ მან დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ “ოცნების” მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ომი არ მომხდარა და სტაბილურობაა.

“8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? გაჭირვებული ქვეყანა რომ იყო, იმიტომ იყო, ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა და ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა. რა უნდა ააშენოს, 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი? არ გაქვთ სტაბილურობა? ვინმე დაგესხათ თავზე? სტაბილურობა არ არის ყველაზე ამოსავალი წერტილი? განვითარება და სტაბილურობა ერთად არ დგას?” — განაცხადა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში გაჭირვების დონეს ეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი