ახალი ამბები

“ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებებზე მივიტანეთ, უკან დაიხია — ელისაშვილი

9 დეკემბერი, 2020 • 1159
“ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებებზე მივიტანეთ, უკან დაიხია — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

ელისაშვილი დეტალების შესახებ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “ოცნება” რიგგარეშე არჩევნებზეც დათანხმდა, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

“იყო ერთთვიანი ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესი, დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია[…] დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო] ,შიგნით — ბაქრაძე, გარეთ — ბოკერია-უგულავა.

ოთხივე საკითხზე რიგგარეშეს დანიშვნა ხომ იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხომ ვამბობთ, რომ გაყალბებაა, დავამტკიცოთ ეს გაყალბება[…], გააყალბეს და დავუმტკიცოთ, ჰაერზე ხომ არ ვლაპარაკობთ. ჯერ დავამტკიცოთ, ჯერ ის სიტყვა შეასრულონ, რაზეც არის ლაპარაკი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, შევთანხმდეთ, ხელი მოვაწეროთ და მერე იქნება შესვლა”, — განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ ხმების გადათვლა, რის შესახებაც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, ალეკო ელისშვილი პასუხობს:

“დეტალებს არ ვიტყვი, სხვანაირ გადათვლაზეა ლაპარაკი და ძაან სანდო გადათვლაზეა ლაპარაკი”, — აცხადებს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი