ახალი ამბები

უფასო სასადილოების პროგრამაში 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება — კალაძე

9 დეკემბერი, 2020 • 1119
უფასო სასადილოების პროგრამაში 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება — კალაძე

2021 წლიდან უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით ჩაერთვება 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 9 დეკემბერს, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში, ჯამში, 40 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და მომავალი წლიდან ისინიც შეძლებენ უფასო სასადილოებით სარგებლობას.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი