ახალი ამბები

ბოდვებზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ, კომენტარს არ გავაკეთებ – ელისაშვილი

8 დეკემბერი, 2020 •
ბოდვებზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ, კომენტარს არ გავაკეთებ – ელისაშვილი

“მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ფული აიღო პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. ეს ელისაშვილმა ელჩებთან შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა:

“ვიღაცეების ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებსა და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ- შემოვრბივარ, ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ.”

სოციალური ქსელით ოპოზიციის რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ინფორმაცია გაავრცელა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი ინფორმაციით,  საუბარია 6-7 ადამიანზე სხვადასხვა პარტიებიდან. ოქრუაშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ “მათივე ბაგეებიდან” უნდა გაიგოს ხალხმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ, სწორედ ალეკო ელისაშვილია.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი