ახალი ამბები

უნდა ახსნან, რას ნიშნავს “ოცნებასთან” მოლაპარაკებაში პროგრესი — ხოშტარია ოპოზიციაზე

8 დეკემბერი, 2020 • 989
უნდა ახსნან, რას ნიშნავს “ოცნებასთან” მოლაპარაკებაში პროგრესი — ხოშტარია ოპოზიციაზე

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებში პროგრესია, უნდა ახსნან, რას გულისხმობენ. ამის შესახებ მან დღეს, 8 დეკემბერს, “ლელოს” ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიის შეხვედრა იმართება.

როგორც ხოშტარია ამბობს, თუ ოპოზიციის ნაწილს პროგრესი მიაჩნია არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე, მაშინ უნდა ითქვას, აპირებენ თუ არა ამ  საფუძვლით პალრამენტში შესვლას.

“მე სხვების მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, გვარები თავად თქვან, რომელსაც მიაჩნია, რომ “ოცნებასთან” არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნან ეს პოზიცია და დაასაბუთონ, რას, მათ შორის რას ნიშნავს პროგრესი, არის ეს საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში? დაასაბუთონ და იყვნენ გამჭვირვალენი ამომრჩევლის წინაშე”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ პარლამენტში შესვლას სამი ოპოზიციური პარტიის 7 წარმომადგენელი აპირებს.

“ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ”,— დაწერა გვარამიამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ფეისბუკ პოსტზე საპასუხოდ.

გვარამიას იქვე უპასუხა თავად გიორგი ვაშაძემაც და დაწერა, რომ მასზე შეტევას ახორციელებენ.

“რა ინფო, რის ინფო, საიდან მოიტანეთ??? მთელი ცხოვრება ჩემზე შემოტავზე როგორ უნდა იყოთ აწყობილი”, — წერს ვაშაძე.

მანამდე  ოპოზიციის რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ფეისბუკით ინფორმაცია გაავრცელა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი ინფორმაციით,  საუბარია 6-7 ადამიანზე სხვადასხვა პარტიიდან. ოქრუაშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ “მათივე ბაგეებიდან” უნდა გაიგოს ხალხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი