ახალი ამბები

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს

8 დეკემბერი, 2020 • 1052
ნიუ-იორკში  საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ჯაბა ადამია მოკლეს. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ბრუკლინში მოხდა.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, 18 წლის ადამია უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ რეაგირებდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამია მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 800 მეტრში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი