ახალი ამბები

982 პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ბოლო 24 საათში

6 დეკემბერი, 2020 • 1754
982 პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ბოლო 24 საათში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათიში პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1049 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება და მისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

რაც შეეხება პირბადეებს, ამავე პერიოდში პირბადის პარების ტესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 982 ადამიანი. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი