ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა იმართება

4 დეკემბერი, 2020 • 1310
აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა იმართება

აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხევდრაზე შესვლამდე პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ოპოზიცია  შეჯერებული პოზიციით მივიდა და “ქართული ოცნებისთვის” რამდენიმეპუნქტიანი შეთავაზება აქვთ. თუმცა ელისაშვილს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა პუნქტებზეა საუბარი. მისი თქმით, ამის შესახებ მას შემდეგ შეიძლება ილაპარაკონ, რაც ელჩებს გააცნობენ.

“ჩვენ მოვედით შეჯერებული პოზიციიით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ ელჩები გააცნობენ ამას “ქართულ ოცნებას”, ჩვენს შეჯერებულ პოზიციას და შემდეგ იქნება მესამე რაუნდი”, — განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი და მხარეები მესამე რაუნდის მოლოდინში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი