ახალი ამბები

ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის მატჩს კაცებს შორის ქალი მსაჯი გაუძღვა

3 დეკემბერი, 2020 • 895
ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის მატჩს კაცებს შორის ქალი მსაჯი გაუძღვა

უეფას ჩემპიპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, ამ ჩემპიონატის ფარგლებში კაცებს შორის გამართულ შეხვედრას ქალი მსაჯი გაუძღვა.

სტეფანი ფრაპარტმა ტურინში, იუვენტუსსა და კიევის დინამოს შორის გამართულ შეხვედრაზე მსაჯების გუნდს უხელმძღვანელა. მატჩი იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვრდრა ტურინის იუვენტუსსა და კიევის დინამოს შორის 2.12.20

თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფრაპარტი კაცების ფეხბურთში მნიშვნელოვანი მატჩი მთავარი მსაჯის რანგში ჩაატარა. 36 წლის ფრანგმა სპეციალისტმა 2019 წელს უეფას სუპერთასის ფინალშიც იმსაჯა, რომელიც ლივერპულსა და ჩელსის შორის გაიმართა. ის ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში მთავარი მსაჯის რანგში მიიღო მონაწილეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი