ახალი ამბები

ქსკ ლანჩხუთისა და როზენგორის მატჩი თბილისში გაიმართება

27 ნოემბერი, 2020 • 721
ქსკ ლანჩხუთისა და როზენგორის მატჩი თბილისში გაიმართება

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი შეხვედრა ლანჩხუთსა და შვედურ როზენგორს შორის 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება და მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ავრცელებს.

მანამდე შვედურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როზენგორს საქართველოში ჩამოსვლა არ სურდა. მიზეზად კორონავირუსის გავრცელება და უეფას მიერ შვედური კლუბის მცირე დაფინანსება სახელდებოდა. ინფორმაცია შვედურმა გამოცემა Expressen გაავრცელა.

“თუ არ არის შესაძლებელი, რომ შეზღუდვების გამო მატჩი საქართველოში გაიმართოს, მაშინ შესაძლებელია ის სხვა ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარდეს. როზენგორისთვის ეს არის რთული საგარეო მატჩი – რადგან ტარდება იმ დროს, როდესაც მოგზაურობა საერთოდ არ შეიძლება. კაცთა გუნდებისთვის შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას ჩარტერული რეისები, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს, ამისათვის ფულიცაა გამოყოფილი. ქალთა გუნდებისთვის UEFA მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს და არა ფინანსურ სახსრებს. ეს დაუჯერებელია. საქმე მხოლოდ დაფინანსებას არ ეხება, ეს უსაფრთხოების საკითხიცაა”, – განაცხადა შვედური კლუბის სპორტული დირექტორმა ტერეზა ჰიოგრანმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალისთვის UEFA 70 000 ევროს გამოყოფს, რომელიც გამიზნულია გადაადგილების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების ასანაზღაურებლად.


ქართულმა კლუბმა თავის არსებობის ისტორიაში პირველად გადალახა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი.  კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად რუმინული “აკადემია კლუჟი” 0:1 დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი