ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილება არის აბსურდული | სააკაშვილი ახალ შეზღუდვებზე

26 ნოემბერი, 2020 • 1065
მთავრობის გადაწყვეტილება არის აბსურდული | სააკაშვილი ახალ შეზღუდვებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის მიღებულ შეზღუდვების გეგმას აბსურდულსა და არალოგიკურს უწოდებს.

“მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნი არის სრულიად აბსურდული, არალოგიკური და, რა თქმა უნდა, თავისი ტყავის გადარჩენისათვის მიღებული გადაწყვეტილება. სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეთოთ, მაგრამ კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი დიდ სავაჭრო ცენტრზე უსაფრთხო?! როგორ არის, რომ 24-ში ისევ გაიღება [მოიხსნება შეზღუდვები], ახალ წელს არდადეგებზე მიდის ვირუსი, რამე საგზური აქვს აღებული თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ სასწრაფოდ შეკრიბოთ არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი და ამისთვის გჭირდებათ [შეზღუდვები] და ხალხისთვის გკიდიათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც საკუთარი Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა.

“სად წავიდა ის 10 მილიარდი, ეს კაპიკები, რომელთაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდი?! ეს ფული თქვენ გახარჯეთ თქვენს ტენდერებსა და ბიზნესებზე. მთავრობას სურს, რომ ხალხი ჩაკეტოს. ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით”, – აცხადებს სააკაშვილი.


დღეს გახდა ცნობილი იმ შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ, რომელთა ამოქმედებასაც მთავრობა 28 ნოემბრიდან გეგმავს, რომელთა გაცნობაც შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი