ახალი ამბები

მსოფლიო მარადონას ემშვიდობება [ფოტორეპორტაჟი]

26 ნოემბერი, 2020 • 1255
მსოფლიო მარადონას ემშვიდობება [ფოტორეპორტაჟი]

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მარადონას ემშვიდობებიან ბუენოს აირესში, არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, და მთელ მსოფლიოში. “ნეტგაზეთის” გთავაზობს ფოტორეპორტაჟს ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით, თუ როგორ ეთხოვებიან მარადონას მსოფლიოს მასშტაბით.

სამოქალაქო პანაშვიდზე დამსწრეთა რიგი Casa Rosada-სთან, სადაც მარადონას ცხედარია დასვენებული. 26/11/2020 ფოტო: EPA

მარადონას გულშემატკივარი იჩოქებს პოლიციის წინ, მაშინ სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების რამდნეიმე მსურველი პოლიციას დაუპირისპირდა. 26/11/2020 ფოტო: EPA

ნაპოლის გულშემატკივრები სან პაოლოს სტადიონთან შეიკრიბნენ, იტალიაში; 26/11/2020 ფოტო: EPA

“შენ წარმოადგენდი ქალაქს, რომელიც არასდროს დაგივიწყებს”, – ბანერი Maschio Angioino-ს ციხეზე ნეაპოლში; 26/11/2020 ფოტო: EPA

მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს არგენტინის საელჩოსთან ჩინეთში; 26/11/2020 ფოტო: EPA

მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარადონას ბეიჯინგში, არგენტინის საელჩოსთან. 26/11/2020 ფოტო: EPA

10-ნომრიანი მაისური გადმოფენილია შენობაზე თეირანში, ირანი 26/11/2020 ფოტო: EPA

მარადონას ფან კლუბის წევრები აღმოსავლეთ ინფოეთში ლოცვას აღავლენენ; 26/11/2020 ფოტო: EPA

გულშემატკივრები შეიკრიბნენ “არხენტინოს ხუნიორსის” სტადიონთან ბუენოს აირესში; 25/11/2020 ფოტო: EPA

გულშემატკივრები შეიკრიბნენ ბუენოს აირესში მორგთან, სადაც მარადონა ესვენა; 25/11/2020 ფოტო: EPA

მარადონას მიურალი “არგენტინოს ხუნიორსის” სტადიონთან ყვავილებით შეამკეს; 25/11/2020 ფოტო: EPA

არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონას ნოემბერში ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი