ახალი ამბები

საპატრიარქო მრევლს ეკლესიებში პირბადის ტარებისა და დისტანციისკენ მოუწოდებს

25 ნოემბერი, 2020 •
საპატრიარქო მრევლს ეკლესიებში პირბადის ტარებისა და დისტანციისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს და სასულიერო პირებს მიმართავს და COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აძლევს.

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაძარში ყოფნისას აუცილებელია მრევლმა დაიცვას დისტანცია, ეკეთოს პირბაზე, ხოლო მათ, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებაზე დასწრებისგან:

“COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი