ახალი ამბები

აქტივისტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

25 ნოემბერი, 2020 • 1115
აქტივისტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს, რომელსაც “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრიანი ყელსახვევი ეკეთა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და გოჭის მიყვანით პარალელს ავლებენ ჯორჯ ორუელის  წიგნ “ცხოველების ფერმასთან” და ამბობენ, რომ პარლამენტი “ცხოველების ფერმას” არ დაემსგავსება.

“გოჭი მოვიყვანეთ ყელსაბამით, ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როცა წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში. ამიტომ ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, “ქოცური” პარლამენტი. ამიტომ მოვედით, რომ გავაგებინოთ, ეს პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ გადაიქცევა ცხოველების ფერმად”, — განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “მთავარ არხს”.

გარდა ამისა, დღევანდელ აქციაზე საბჭოთა სიმბოლოკიანი პლაკატებიც მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სისტემის დამყარებას ცდილობს.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი