ინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე — სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს,  ეს არაა მეტროს მუშაობის შეფერხების საფუძველი. მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება მემანქანეთა გარკვეული ნაწილი. აღნიშნული განმარტებები კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, “ერთობა 2013-მა” განცხადება გაავრცელა, რომ მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. შექმნილ … Continue reading ინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე — სატრანსპორტო კომპანია