ახალი ამბები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი დაიწყო

30 ნოემბერი, 2020 •
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილნი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები.

ამჟამად აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი დაიწყო, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენი არიან: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me,

მოდით, გავიცნოთ, ვინ არიან აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები საქართველოდან:

Kvalifika – მომხმარებლის ონლაინიდენტიფიცირება მაღალი სტანდარტებით

კომპანია “Kvalifika”  ერთი წლის წინ შეიქმნა და მიმდინარე წლის თებერვალში უკვე ბაზარზეც გამოჩნდა აქტიურად. კომპანია რეგულირებად ბიზნესსექტორს მომხმარებლის იდენტიფიცირების ონლაინ, სანდრო სერვისს სთავაზობს.

“ჩვენი გუნდი სტარტაპის მიმართულებით უკვე საკმაოდ გამოცდილია, ჩვენი ბოლო წამოწყება კი არის Kvalifika, რის ფარგლებშიც გვსურს მსოფლიო ბაზრისთვისაც შევქმნათ საინტერესო, ახალი პროდუქტი, სწორედ ამიტომაც ჩავერთეთ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში” – ამბობს გაბრიელ მელივა, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

“საკმაოდ სწრაფად ვიზრდებით და უკვე ვემსახურებით ადგილობრივ ბანკებს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მარეგულირებლები მოითხოვენ ბიზნესისგან მომხმარებლის იდენტიფიცირების უფრო ზუსტ და დახვეწილ ტექნოლოგიებს, ამასთან მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა თავად მომხმარებლებსაც იცავს, ჩვენ რადგანაც გვქონდა ამ სფეროში გამოცდილება, შემოვიტანეთ ქართულ რეალობაში ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქტი, რომელსაც მოჰყვა აღირებაც მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან”.

 

“როგორც გითხარით, ტექნოლოგიური სტარტაპების კუთხით ჩვენი გუნდი რამდენიმე წელია მუშაობს და ძალიან კარგად გვესმის, რომ როცა საერთაშორისო ბაზარზე გინდა გასვლა, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო და გაიგო საერთაშორისო გამოცდილებები, ცოდნა და შეხედულებები იმათგან, ვინც საერთაშორისო ბაზარზე ტრიალებს და ამ მიმართულებით წარმატებული პროდუქტები და კამპანიები შეუქმნია.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 500 Startups-ის შემოსვლა საქართველოს სტარტაპის ეკოსისტემისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის,”- ამბობს გაბრიელი.

Trice ისაუბრე ბარიერების გარეშე, ნებისმიერ ენაზე

500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადის ერთ-ერთი მონაწილეობა სტარტაპი “Trice”. – “Trice” მობილურ და ვებკომუნიკაციის მარტივი საშუალებაა, რომელიც ხსნის ენობრივ ბარიერს და ამარტივებს ციფრულ ურთიერთობებს. ტრაისის იდეა მარტივია, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება შექმნას, განვითარდეს და დაამყაროს ურთიერთობები ადამიანებთან განურჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობს ან რა ენაზე ლაპარაკობს. ამ ენობრივი ხელშემშლელი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ შევქმენით მრავალფუნქციური მობილურ და ვებპლატფორმა, რომლის მიზანი არის დაეხმაროს ადამიანებს განვითარდნენ, იყვნენ მეტად პროდუქტიულები.” – ამბობს ნინო კუდავა, Trice-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აპლიკაციით შეგიძლიათ მიმოწერა მყისიერად თარგმნოთ და თქვენთვის გასაგებ ენაზე წაიკითხოთ:

“თრაისის შექმნის იდეა წარმოიშვა უცხოეთში სწავლისას, როდესაც ჩვენ დავინახეთ გაცვლითი პროგრამებით უცხოელი სტუდენტების მხრიდან ადვილად აღქმადი და გამოყენებადი მრავალენოვანი საკომუნიკაციო საშუალების მოთხოვნა,” -ამბობს ნინო.

“ყველა იდეას სჭირდება მხარდაჭერა,  კაპიტალი და სწორი ორიენტირი, რის მიწოდებაშიც 500startup აქსელერატორი მოწინავეა მსოფლიოში. პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს საშუალება ვითანამშრომლოთ და მივიღოთ რჩევევები დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და ინვესტიციის მოპოვების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროფესიონალებთან. ასევე პროგრამის ფარგლებში უცხოელი ინვესტორების მოძიება და მათთან ურთიერთობა დაგვეხმარება სამომავლო ზრდის და მსოფლიო მასშტაბით წარმატების მიღწევაში. ჩვენ უკვე გვყავს მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. სამომავლოდ ვაპირებთ ამ ბაზრებზე ჩვენი აქტიურობის გაზრდას და ასევე ახლო მომავალში აზიის იმპლემენტაციას”.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 500 Georgia. აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით 2  სტარტაპს უკვე მიეცა შესაძლებლობა სილიკონ ველიში გაემგზავროს. მეორე ნაკადში მონაწილე 15 სტარტაპს კი  აქვს უნიკალური შანსი, საკუთარი სტარტაპებისა და კომპანიების დასახვეწად მსოფლიოში წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატებაა და იმაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია. მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ, რომ გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მეორე ნაკადში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში

შეგახსენებთ, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან – დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობის მეშვეობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი