ახალი ამბები

თბილისი და კიდევ 11 ქალაქი, სადაც სწავლა შენობებში წელს აღარ განახლდება

24 ნოემბერი, 2020 • 3994
თბილისი და კიდევ 11 ქალაქი, სადაც სწავლა შენობებში წელს აღარ განახლდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დიდი ქალაქების საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრში მხოლოდ დისტანციურად წარიმართება.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში:

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება“.

რაც შეეხება აჭარას, ამ რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აქამდეც დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდნენ სასწავლო პროცესს და წლის ბოლომდე ეს ფორმატი შენარჩუნდება.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 24 ნოემბერს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი