ახალი ამბები

ბაიდენმა მომავალი კაბინეტის საკვანძო თანამდებობის პირები დაასახელა

24 ნოემბერი, 2020 • 1483
ბაიდენმა მომავალი კაბინეტის საკვანძო თანამდებობის პირები დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა. ბლინკენს ობამას ადმინისტრაციაში ეროვნულ უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ასევე, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრია ჯეიკ სალივანი — ბაიდენმა ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დაასახელა.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი იქნება სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აფრიკის საკითხებში ლინდა თომას-გრინფილდი.

ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენის კანდიდატურაა ალეხანდრო მაიორკასი.

კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლად კი ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა.

ამავდროულად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს, ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი