ახალი ამბები

როგორი იქნებოდა ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში

23 ნოემბერი, 2020 • 1767
როგორი იქნებოდა ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გარდა იმისა, რომ პროპორციულთან მიახლოებული (120/30-ზე) სისტემით ჩატარდა, გამორჩეული იყო იმითაც, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონი შეეხო, რომლის მიხედვითაც, პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო.

არჩევნების შედეგების მიხედვით, 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა რვავე ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და არც არჩევნების მაჟორიტრული ნაწილის მე-2 ტურებში მიუღიათ მონაწილეობა.

მიუხედავად ამისა, “ნეტგაზეთმა” დაითვალა, თუ რამდენი ქალი შეძლებდა პარლამენტში შესვლას არსებული შედეგების მიხედვით. შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით 150- მანდატიან პარლამენტში სულ 31 ქალი კანდიდატი მოხვდებოდა,

რომელთაგან 29 პროპორციული, 1 კანდიდატი კი- მაჟორიტარული წესით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების მე-2 ტურში სულ 4 ქალი კანდიდატი გადავიდა, რომელთაგან 3 ოპოზიციური პარტიის სახელით იყრიდა კენჭს და, შესაბამისად, მე-2 ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

არჩევნები 2020
Infogram

ქალი დეპუტატები
Infogram

შედარებისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოპოვება სულ 24-მა ქალმა შეძლო, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენდა. 2012 წლის პარლამენტში კი 18 ქალი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, პარლამენტის სრული შემადგენლობის 12%.

გენდერული განაწილება საქართველოს პარლამენტში
Infogram

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მონაცემები დათვლილი იყო იმის მიხედვით, რომ “ქართულ ოცნებას” 91 მანდატი აქვს. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ მონაცემი შეიცვალა, რამდენადაც ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებას” პროპორციული წესით მიღებული 1 მანდატი აკლდება და ენმ-ს ემატება. შესაბამისად გასწორდა სტატიის თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 30 ქალი დეპუტატი ხვდებოდა 31-ის ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი