ახალი ამბები

სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

23 ნოემბერი, 2020 • 958
სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. ცერემონიაში, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა თურქეთში, ასევე, გენერალურმა კონსულმა სტამბოლში და ქართული სამრევლოს წინამძღვარმა.

საელჩოს ინფორმაციით, მოსწავლეებს “საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში შეძენილი სახელმძღვანელოები გადასცეს. მანამდე, შეიძინეს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარიც.

უწყების თანახმად, სკოლის გახსნის შემდეგ ქართულ სამრევლო ტაძარში გაიმართა ლიტურგია, რომელსაც საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი, არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი