ახალი ამბები

კორონავირუსის გამო საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში გადაიდო

22 ნოემბერი, 2020 •
კორონავირუსის გამო საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში გადაიდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

​მატჩი 4 დეკემბერს,  16:00 საათზე  კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს “სამგურალი” და გაგრა დაუპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი