პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 22 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებს, ჟონეთსა და ტვიშს შორის, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და დინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდნენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. … ვრცლად პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]