ახალი ამბები

მოქალაქეებს ვულოცავ არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას – რიჟვაძე

21 ნოემბერი, 2020 • 1225
მოქალაქეებს ვულოცავ არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს “არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება” მიულოცა.

მან ასევე გაიმეორა მანამდე ირაკლი კობახიძის მიერ ნახსენები წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც, მეორე ტურში “ოცნების” 17-ვე კანდიდატი იმარჯვებს.

“მე პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არჩევნები და ამ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას მისცა მან ხმა და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც მიუხედავად პანდემიისა, დღესაც მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურებში”, –  თქვა მან.

ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას მან თქვა:

“მიუხედავად [ბოიკოტისა], ყველა ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად”.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უბნები უკვე დაიხურა. მეორე ტურს  ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი