ახალი ამბები

ქალთა საფეხბურთო გუნდმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 თამაშიც მოიგო

19 ნოემბერი, 2020 • 2850
ქალთა საფეხბურთო გუნდმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 თამაშიც მოიგო

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის კლუჟი სტუმრად დაამარცხა 1-0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გათამაშების საუკეთესო 32 გუნდში ითამაშებს.

მატჩის ერთადერთი გოლი ჭყონიამ 68-ე წუთზე გაიტანა

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც ‘ლანჩხუთის” მეტოქე’ გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. წელს ტურნირი ჯგუფური ეტაპის გარეშე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი