ახალი ამბები

სომხეთმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა და ჯგუფში I ადგილზე გავიდა

18 ნოემბერი, 2020 • 980
სომხეთმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა და ჯგუფში I ადგილზე გავიდა

ფეხბურთში ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის  მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე სომხეთის ნაკრები გავიდა.

სომხეთმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მაკედონია 1-0 დაამარცხა და 11 ქულას მოუყარა თავი. მეორე ადგილზე ჩრდ.მაკედონიაა 9 ქულით, მესამეზე საქართველო (7 ქულა), ხოლო მეოთხეზე – ესტოენთი.

ბოლო მატჩში საქართველომ და ესტონეთმა ფრედ, 1-1 ითამაშეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებას B დივიზიონში დაიწყებს, ხოლო დანარჩენი გუნდები C-ში დარჩნენ.

მომდევნო წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩრდ.მაკდეონია ითამაშებს, რომელმაც პლეიოფის ფინალი საქართველოს მოუგო 0-1.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი