ახალი ამბები

აფეთქების შედეგად თბილისში სახლის კედელი ჩამოიშალა

17 ნოემბერი, 2020 • 848
აფეთქების შედეგად თბილისში სახლის კედელი ჩამოიშალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა. უწყების ცნობითვე, აფეთქების შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი.

“წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად, ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი