ახალი ამბებირეკლამა

ALGOLOGIE ალგოლოჟი – ფრანგული კოსმეტიკა ბრეის არქიპელაგის წყალმცენარეებისგან

17 ნოემბერი, 2020 • 2513
ALGOLOGIE ალგოლოჟი – ფრანგული კოსმეტიკა ბრეის არქიპელაგის წყალმცენარეებისგან

ALGOLOGIE ალგოლოჟი – პროფესიონალური ფრანგული კოსმეტიკაა, რომელიც სახლის პირობებში სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს მოიცავს.

ALGOLOGIE ალგოლოჟის კვლევითი ლაბორატორია საფრანგეთში, ბრეის არქიპელაგის სიახლოვეს მდებარეობს. ეს კოსმეტიკა ზღვის სიღრმეებში მოპოვებული წყალმცენარეებისგან მზადდება.

როგორ მზადდება ALGOLOGIE-ის თავის მოვლის უნიკალური საშუალებები

ბრეტანის სიახლოვეს გოლფსტრიმის დინება ხვდება ცივ, არქტიკულ დინებას და 4 კილომეტრის სიგრძის ქვიშის დიუნები ბუნებრივ ბარიერიერად იქცევა, რომელიც ბრეის არქიპელაგის ზღვის არსებებსა და წყალმცენარეებს იცავს.

სწორედ აქ მოპოვებული, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, 800 სხვადასხვა სახის წყალმცენარეს იყენებენებენ ALGOLOGIE ალგოლოჟის სახისა და ტანის მოვლის საშუალებების დასამზადებლად.

მრავალწლიანი , სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად წყალმცენარეებისაგან  მიღებული  აქტიური კომპონენტების გამოყენებით შეიქმნა უნიკალური ALGO 4 კომპლექსი, რომელიც ალგოლოჟის ყველა პროდუქტის შემადგენლობაში შედის.

99,9 %-ით ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებულ ალგოლოჟის არცერთი  პროდუქტი არ შეიცავს პარაბენს, სილიკონს და ფტალატებს, რაც კანისთვის მავნე ნივთიერებებადაა მიჩნეული.

თავის მოვლის ამ საშუალებებს, უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, აქვს უნარი, კანის უჯრედებს სხვადასხვა დონეზე უწყვეტად მიაწოდოს  წყალმცენარეების გადამუშავებით მიღებული აქტიური კომპონენტები.

 

რატომ წყალმცენარეები?

იცოდით, რომ წყალმცენარეები ზღვის წყლისგან სასარგებლო მინერალებისა და მიკროელემენტების შეწოვის უნარით გამოირჩევიან? მათ ძლიერი თავდაცვითი უნარებიც გამოარჩევთ სხვა მცენარეებისგან. წყალმცენარეები მარტივად ეგუებიან არახელსაყრელ გარემოსაც. დიდი რაოდენობით შეიცავენ А, В1, В3 (РР), В5, В6, В12, С, Е, К, D ვიტამინებსა და მინერალებს: იოდს, რკინას, კალციუმს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ფოსფორსა და სელენს – ყველაფერს, რაც კანის სიგლუვისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.

წყალმცენარეები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროცაა, რაც კანის ლიპიდური ბარიერის აღდგენისთვის საჭირო ,,საშენი“ მასალაა.

ყველა ადამიანი იმსახურებს, სახისა და სხეულის მოსავლელად არჩევანი შეაჩეროს საუკეთესო პროდუქციაზე, რომლის ყველა ინგრედიენტის შესახებ იცის და ენდობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი