ახალი ამბები

კალაძე და სტუმრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკვარი არ დაუშვეს

13 ნოემბერი, 2020 •
კალაძე და სტუმრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკვარი არ დაუშვეს

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრას, რომელზეც გულშემატკივარი არ დაუშვეს რთული ეპიდსიტუაციის გამო, ქალაქის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად ესწრებოდა.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით სტადიონზე გულშემატკვირები არ დაიშვებიან. ამასთან, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ გარეთ გადაადგილება იკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი