ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო

12 ნოემბერი, 2020 • 1002
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გულშემატკვირთა გარეშე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ გარეთ გადაადგილება აკრძალულია, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ფეხბურთელებს “დინამო არენასთან” ქომაგობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი