ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოებმა არცერთი სარჩელი დაგვიკმაყოფილეს — TI

12 ნოემბერი, 2020 • 732
სააპელაციო სასამართლოებმა არცერთი სარჩელი დაგვიკმაყოფილეს — TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”(TI) განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა 100% არ დააკმაყოფილეს.

ორგანიზაციის ინფრომაციით, სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს, მათ შორის იყო მარნეულის 13.22.65 უბანი, სადაც მათი თქმით, გაყალბების ვიდეომტკიცებულების  არსებობის გამო უბნის სრულად ბათილობას ითხოვდნენ.

მათივე ცნობით, სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან მოთხოვნა 39 უბნის შემთხვევაში არ დააკმაყოფილეს.

  • ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ საოლქო კომისიებს ბიულეტენების თავიდან გადათვლა მხოლოდ 3 შემთხვევაში დაავალა:
    ხელვაჩაურის 30.82.39 უბნის შედეგების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთით მეტი ბიულეტენი ჰქონდა მიკუთვნებული „ქართულ ოცნებას“.
  • ბათუმის 28.79.85 უბანზე აღმოჩნდა, რომ „გირჩს“ 36-ის ნაცვლად 4 ხმა ქონდა მიღებული.
  • ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა გადაეთვალა 13.22.65 უბანი, სადაც ერთი პირის მიერ მრავალჯერ ხმის მიცემის მტკიცებულება არსებობდა, ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უბნის შედეგების უპირობო გაუქმებას ითხოვდა, რადგან გადათვლით შეუძლებელია აღმოიფხვრას ასეთი ტიპის გაყალბების შედეგები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციაში გასაჩივრდა და საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი