ახალი ამბები

საპატრიარქო: 100 000 მოწამის ხსენების დღეს ეპიდემიის გამო მსვლელობა არ გაიმართება

12 ნოემბერი, 2020 • 1208
საპატრიარქო: 100 000 მოწამის ხსენების დღეს ეპიდემიის გამო მსვლელობა არ გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, პარსკევს, 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს ხალხმრავალი მსვლელობა ეპიდემიის გამო აღარ გაიმართება.

საპატრიარქოს განცხადებით, ჩატარდება მხოლოდ მცირე პარაკლისი 17:00 საათზე:

“პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ – დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა  პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი