ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტიტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი, მისი აზრით, ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის აპრილისთვის. როგორც ინფექციონისტი CNN-თან საუბარში ამბობს, Pfizer-ის ვაქცინა, წინასწარი მონაცემებით, დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ მონაცემებს გადამოწმება სჭირდება. … ვრცლად ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი