ახალი ამბები

თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი

10 ნოემბერი, 2020 • 1141
თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროს ხალხის მობილიზება უნდა მოხდეს. ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.

“ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის,” – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს  გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი