ახალი ამბები

“სირცხვილიას” წევრი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

10 ნოემბერი, 2020 • 1515
“სირცხვილიას” წევრი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი, რომელიც პოლიციამ 9 ნოემბერს ანტისახელისუფლებო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა, საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც მაჭავარიანმა ტვ “პირველის” ეთერში თქვა, პოლიციას სასამართლოს წინაშე რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მეტიც, მისი თქმით, მას პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. შესაბამისად, ლექსო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ უკანოანოდ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ჯამში, ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ მოძრაობა “სირცხვილიას” 3 წევრი: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე.  საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაჭავარიანი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმირჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი