ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაც დაიკავეს

10 ნოემბერი, 2020 • 1672
ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაც დაიკავეს

სომხეთში არეულობაა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას, რომ ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან, მოსკოვის შუამავლობით, დედაქალაქ ერევანში პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეები ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე წუთში გავიდნენ ქუჩაში და მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: „ჩვენ ამ მიწას არ დავთმობთ“. დემონსტრანტები სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის შენობაც დაიკავეს. Ria Novosti-ს ცნობით, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დაცვის მცირე ჯგუფმა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტის ტრიბუნა და მოითხოვეს ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება.

უცნობია პრემიერ ფაშინიანის ადგილმდებარეობა. თავს დაესხნენ პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანს. ამ წუთებში ფაშინიანი მოქალაქეებს მიმართავს. მის განცხადებას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ამ ბმულზე

ერევანში დემონსტრანტები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი