ახალი ამბები

უგულავა: რაც ლუკაშენკოა, იგივეა ივანიშვილი

9 ნოემბერი, 2020 • 777
უგულავა: რაც ლუკაშენკოა, იგივეა ივანიშვილი

“ევროპული საქართველოს” ლიფერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს ბელარუსის პრეზიდენტს ადარებს, რომლის გადადგომის და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ბელარუსში ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს.

გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება სპეცრაზმით და წყლის ჭავლით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ყველაფერზეა წამსვლელი:

“რაც ლუკაშენკოა, იგივეა ივანიშვილი. გაფორმდა, რომ არჩევნებს იპარავს და ჰგონია, სპეცრაზმით და წყლის ჭავლით შეინარჩუნებს ძალაოუფლებას. ისე გაგჭყლიტავს ეგ ძალაუფლება, წარმოდგენაც არ აქვს ივანიშვილს საკუთარ თავს და ოჯახს რას უკეთებს. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელი და ისე გაწელეს ზამბარა, ისე მოხვდებათ ცხვირში მთელი ცხოვრება ინანებს. ასე ხლეისუფლებას ვერავინ შეინარჩუნებს” – ამბობს გიგი უგულავა.

დღეს, 8 ნოემბერს პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასტან მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქცია ხვალ, 18:00 საათზე პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი