ახალი ამბები

ცესკოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

9 ნოემბერი, 2020 • 1353
ცესკოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა გაურკვეველი სითხე შეასხეს, რამაც თვალების წვა გამოიწვია. დაშავებულებს შორისაა “სირცხვილიას” აქტივისტი სოფო კუჭავაც.

“წყლის ჭავლი მომხვდა და დავვარდი დაბლა. პირველი ვიყავი რიგში, ვისაც მოხვდა, ჩემივე ხელზე გავცურდი”, – ამბობს კუჭავა, რომელსაც ხელი აქვს დაზიანებული.

თვალის არეში დაზიანება მიიღო “ტვ პირველის” ოპერატორმა. “ფორმულას” ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი კი, მედიის სამუშაო სატვირთო მანქანაზე იდგა, როდესაც წყლის ჭავლი სახეში მოხვდა და მანქანიდან გადმოვარდა.

ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, გადაღებაზე წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს და მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს!
?
მადლობა, ვინც დროულად დაეხმარა!

Posted by Eliso Jariashvili on Sunday, 8 November 2020

მასალების გადაბეჭდვის წესი