ახალი ამბები

ცესკოსთან კვალავ გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ

9 ნოემბერი, 2020 • 832
ცესკოსთან კვალავ გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ

01:00 საათისთვის ცესკოსთან კვალავ გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიციის ტექნიკა.

ეს პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენების უკვე მეორე ტალღაა.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო  ცესკოს შენობასთან მისული, როდესაც პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის პირველი ტალღის გაშვების შემდეგ გაჟღერდა.  ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი