ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ერთ თვეში უკვე მეორედ შეცვალეს უშიშროების სამსახურის დირექტორი

8 ნოემბერი, 2020 • 1149
სომხეთში ერთ თვეში უკვე მეორედ შეცვალეს უშიშროების სამსახურის დირექტორი

ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი დირექტორი მიკაელ ამბარცუმიანი და მის ნაცვლად მისი მოადგილე არმენ აბაზიანი დაინიშნა თანამდებობაზე.

ამბარცუმიანმა ერთი თვის წინ, 2020 წლის 8 ოქტომბერს დაიკავა ეს პოსტი. ფაშინიანმა ერთი თვის წინაც გაათავისუფლა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი — ამ პოსტს მაშინ არგიშტი კიარამიანი იკავებდა.

როგორც თანამდებობის დატოვების შემდეგ ნაცაცხადა ამბარცუმიანმა, მას ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს მიმართა ნიკოლ ფაშინიანს თხოვნით, რომ გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან.

„დღეს პრემიერმა მთხოვა, ჩემს წინა პოზიციაზე გამეგრძელებინა მუშაობა [დირექტორის მოადგილე], თუმცა ამას არ დავეთანხმე და კვლავ მოვითხოვე გათავისუფლება, რაც დაკმაყოფილდა“, – წერია მის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი