ახალი ამბები

არ არის გამორიცხული, ასეთი ადამიანები დავალებებს “ნაცმოძრაობისგან” იღებდნენ — მდინარაძე ბურდულზე

6 ნოემბერი, 2020 • 1075
არ არის გამორიცხული, ასეთი ადამიანები დავალებებს “ნაცმოძრაობისგან” იღებდნენ — მდინარაძე ბურდულზე

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ცესკოს თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ “არჩევნების გაყალბების” მიზეზით სამსახურიდან წასვლას.

როგორც მდინარაძე ამბობს, ბურდული “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირია და სამსახურიდან წასვლა მისი “სუბიექტური ინტერესებითაა” გამოწვეული. მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-სთან დაახლეობული ადამიანები კიდევ იყვნენ, რომლებიც, შესაძლოა, დავალებებს პარტიისგან იღებდნენ.

“ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ პრაქტიკულად და გაქვს ე.წ. ლინკები, ძალიან ახლო ურთიერთობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან, ფეისბუქზე უკვე ვრცელდება დიმიტრი შაშკინთან მეგობრობის დამადასტურებელი ფოტოები, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება ეს ყველაფერი სუბიექტური ინტერესებით იყოს გამოწვეული.

ეს, ბუნებირივია, ასეც არის და არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან ასეთ ახლო ურთიერთობაში არიან და მათგან შეიძლება დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე მოქმედება გაიმეორონ. შეიძლება ეს ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი მათ ილუზიას უქმნის, რომ თითქოს ქვეყანა ჩამოიშალა. ეს ასე არ არის. საქართველოში არაფერი არ იმალება”, — განაცხადა მდინარაძემ.

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც თავად “მთავარ არხთან” საუბრისას განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

“მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზთა გამო, მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის”, – განაცხადა ბურდულმა.

ცესკოს თანამშრომლის თქმით, სამსახურიდან “არჩევნების გაყალბების” გამო მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი