ახალი ამბები

შემსრულებლებს, ვინც მოჰყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, გაძლევთ ხელშეუხებლობის გარანტიას — სააკაშვილი

6 ნოემბერი, 2020 • 941
შემსრულებლებს,  ვინც მოჰყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, გაძლევთ ხელშეუხებლობის გარანტიას — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს ცესკოს იმ თანამაშრომლებს, რომლებიც მისი თქმით, არჩევნების “გაყალბების შემსრულებლები” იყნენ და ამას აღიარებენ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ხელშეუხებლობის გარანტიებთან ერთად, ეს ადამიანები “ყველანაირად წახალისდებიან”.

“მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება! ყველა, ვინც ახლა გამოვა და მოჰყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიებს, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ და შემდეგი ხელისუფლებების მიერ… ამაში ვარ დარწმუნებული!”— განაცხადა სააკაშვილმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღირებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი