ახალი ამბები

4 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ — შსს

5 ნოემბერი, 2020 • 553
4 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ — შსს

4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. მათივე ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება,რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს და დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი