ახალი ამბები

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

3 ნოემბერი, 2020 • 782
ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 5.50 თეთრი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.29 ლარი გახდა. კიდევ უფრო მეტად, 8.25 თეთრით არის გაუფასურებული საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.85 ლარი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს სავალუტო რეზერვებიდან 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ამის მიუხედავად, ლარი ევროსთან და დოლართან მაინც გაუფასურდა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე სხვადასხვა მოცულობის დოლარი, ჯამში, 21-ჯერ გაყიდა. ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებიდან 200 მლნ აშშ დოლარის გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი