ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

2 ნოემბერი, 2020 • 1188
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას 2 ნოემბერს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.  გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი”, – ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო თვითიზოლაციაში.

დღეს ასევე დადასტურდა, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი