ახალი ამბები

ვაკის საარჩევნო ოლქთან ლეიბორისტების სამი აქტივისტი დააკავეს

2 ნოემბერი, 2020 • 665
ვაკის საარჩევნო ოლქთან ლეიბორისტების სამი აქტივისტი დააკავეს

მე-2 [ვაკის] საარჩევნო ოლქთან ლეიბორისტული პარტიის სამი აქტივისტი დააკავეს. პარტიის წევრების თქმით, დაკავებულთაგან  ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის მე-3 ნომერია.

ისინი ოქლის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აპროტესტებდნენ უზუსტობას შემაჯამებელ ოქმებში.

შსს -ს ცნობით, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისი 166-ე და 173-ე მუხლებით [წვრილმანი ხულიგნობა].


ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს – ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და უარს აცხადებენ იმ საპარლამენტო მანდატებზე, რომლებიც ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით მოიპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი