ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]“ ამბობს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ 8%-ში ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას – „რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“. მაგალითად, ISFED-ის ინფორმაციით, საბურთალოს 33-ე საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს. … ვრცლად ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება