ახალი ამბები

ოცნება – 54.72%, ენმ – 23,61% — ცესკოს წინასწარი მონაცემები

1 ნოემბერი, 2020 • 996
ოცნება – 54.72%, ენმ – 23,61% — ცესკოს წინასწარი მონაცემები

ოცნება -54.72%  ენმ- ძალა  ერთობაშია – 23,61- , ევროპული საქართველო – 4 % – ესაა ცესკოს წინასწარი მონაცემი, რომელიც  1085 საარჩევნო უბნის მონაცემებს ეყრდნობა. 

თამარ ჟვანიას ბრიფინგს ცესკოში ხმაური მოჰყვა – საარჩევნო ადმინისტრაციაში ენმ-ის წარმომადგენელმა ცესკოს თავმჯდომარეს ბრიფინგი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ეს “ოცნების” ოფისში დაწერილი შედეგია.

საპასუხოდ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ 1085 საარჩევნო უბნის მონაცემებია, ამასთან, ჯერ არ არის დიდი უბნები დათვლილი და ის შეიძლება შეიცვალოს. მან შედეგების გამოცხადება გააგრძელა. 

ოპოზიციის ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია – მათი ნაწილი უკვე მივიდა ცესკოში,  მიხეილ სააკაშვილმა კი ხვალისთვის საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

ეს არის “ოცნების” ოფისში დაწერილი შედეგი- ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი