ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის დიდი ტრიუმფი – სააკაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 • 1251
ეს არის ოპოზიციის დიდი ტრიუმფი – სააკაშვილი

“ეს არის ისტორიული დღე… ეს არის ოპოზიციის დიდი ტრიუმფი”, – ეს განცხადებები გააკეთა ენმ-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით.

სააკაშვილი ეყრდნობა “მთავარი არხის” დაკვეთით “იპსოსის” მიერ ჩატარებული ეგზიპოლების პირველად შედეგებს, რომლის მიხედვითაც ჯამურად ოპოზიცია პროპორციულ ნაწილში ხელისუფლებას ამარცხებს.

“ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯარებელი გამარჯვება ხელისუფლებაზე, ენმ-მ აიღო მინიმუმ 33 პროცენტი და ჩემი აზრით, ბევრად მეტი, მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი: ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი… თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი იმ მონაცმებით, რაც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა “ეროვნული ერთიანობის მთავრობის” ჩამოყალიბება. სააკაშვილი, რომელიც ენმ-მ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა თავის დროზე, აცხადებს, რომ არ მიისწრაფვის თანამდბებობისკენ და ამ უნდა ვიპოვოთ “კონსენსუსური პერსონები ამ მთავრობაში”.

სააკაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა აღიარონ მარცხი.

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და, შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

“მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა:

  • “ქართული ოცნება” – 41%;
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%;
  • “ევროპული საქართველო” – 5%;
  • “ლელო” – 4%;
  • “გირჩი” – 3%
  • “სტრატეგია აღმაშენებლი” – 3%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 2%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
  • “მოქალაქეები” – ალეკო ელისაშვილი – 1%

“მთავარი არხის” ინფორმაციით, განსხვავებულია დედაქალაქის მონაცემები. თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შედეგები ასეთია:

  • “ენმ – ძალა ერთობაშია” 35%
  • “ქართული ოცნება” – 30%
  • “გირჩი” – 8%
  • “ლელო” – 7%
  • “ევროპული საქართველო” – 4%
  • “სტარეტგია აღმაშენებლი” – 4%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  • “ლეიბორისტები” – 2%
  • “მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი” – 2%
  • “ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო” – 1%

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე ჩაატარა “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-მა, “იმედის” დაკვეთით Public Opinion Strategies-მა და “რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-მა.

“მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკთხულია 3 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%. მონაცემები ასახავს 17:00 საათისთვის არსებულ მდგომაროებას.

აღსანიშნავია, რომ “იმედის” და რ2-ის ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით სხვაგვარი სურათი იკვეთება. ამ ორი ტელევიზიის თანახმად, პროპორციულ ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” 50%-ზე მეტი აიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი