ახალი ამბებიკინო

შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

31 ოქტომბერი, 2020 • 5819
შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი, რომელმაც მაყურებელს არაერთი როლით, მათ შორის ჯეიმს ბონდის განსახიერებით დაამახსოვრა თავი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე კონერი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის მიიღო ოსკარი, ორი Bafta და სამი ოქროს გლობუსი. 2000 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის წოდება მიანიჭა.

კონერიმ 90 წლის იუბილე აგვისტოში აღნიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი